დაპირისპირება მარნეულში - გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" დაცვის თანამშრომელი

11.04.26 16:41
დაპირისპირება მარნეულში - გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" დაცვის თანამშრომელი

დაპირისპირება მარნეულში - Marneulinews ge-ს ინფორმაციით, ნაცემია კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" დაცვის თანამშრომელი.

როგორც გამოცემა წერს, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მცველმა ალადინ გარანზადემ (ბოლნისის მკვიდრი) პაციენტი ნათესავი კლინიკაში არ შემოუშვა, რის შემდეგაც კამათი ჩხუბში გადაიზარდა.

Marneulinews ge-ს ცნობით, 65 წლის ალადინ ყარანზადეს კი ყველანაირი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. 

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.