საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდებიან
საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდებიან - რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეც-რეისი დაეშვება. იერუსალიმიდან ჩამოტანილ წმინდა ცეცხლს ჯერ სიონის და სამების ტაძრებში მიიტანენ, შემდეგ კი მთელი საქართველოს მასშტაბით გაავრცელებენ. ამ საღამოს სააღდღომო ლიტურგიას სიონის ტაძარში აღავლენს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო.
საათები რჩება უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაულის დადგომამდე. ეკლესია მონასტრებში უკვე იკრიბებიან საქართველოს მორწმუნეები. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველო პირველად ხვდება აღდომას პატრიარქის გარეშე.
ზეციური ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის მომლოცველები საქართველოდანაც არიან.