"ფასებს ცეცხლი უკიდია" - წინასააღდგომოდ პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირებულია

11.04.26 20:38
"ფასებს ცეცხლი უკიდია" - წინასააღდგომოდ პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირებულია

გაიაფების მოლოდინში ფასები რეკორდულად იზრდება. წინასააღდგომოდ პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირებულია. ერთი კილოგრამი ხორცის ფასი 35 ლარს აღწევს. მომატებულია ყველის და ხილ-ბოსტნეულის ფასიც. სააღდგომო სუფრის გასაწყობად ხალხს ასობით ლარი სჭირდება, მაგრამ იმის გამო, რომ გაჭირვებულ ადამიანებს საკმარისი ფული არ აქვთ, მათი ნაწილი სახლებში ცარიელი ჩანთებით ბრუნდება.

ხალხი დაპირებულ ფასების კლებას ელოდებოდა, თუმცა იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუვდა. მოქალაქეებს შემცირებული ფასების ნაცვლად, დახლებზე ყოველ ჯერზე გაზრდილი ფასები ხვდებათ. ისედაც გაჭირვებული ხალხისთვის  არსებობა მეტად გაუსაძლისი ხდება. შედეგი კი, რომელიც  წესით  ე.წ ფასების კომისიას უნდა დაედო არსად ჩანს.

ფასების საპარლამენტო კომისიამ ბაზრის შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა. რომელსაც ბაზრის დამოუკიდებელი კვლევა უნდა ჩაეტარებინა.  ეკონომისტები ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებით კომისიის მუშაობის კრახი აღიარა, ხვდებიან რომ ფასებს ვეღარ დაასტაბილურებენ და მათი საქმიანობა პოპულისტურადაც კი წამგებიანია.

დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში