ქადაგება ერთიანობაზე და არცერთი სიტყვა პატიმრებზე - მეუფე შიოს პირველი სააღდგომო ეპისტოლე

12.04.26 20:16
ქადაგება ერთიანობაზე და არცერთი სიტყვა პატიმრებზე - მეუფე შიოს პირველი სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სააღდგომო ეპისტოლეში ერთიანობას, რწმენასა და სიყვარულს გაუსვა ხაზი, თუმცა ტექსტში არ ყოფილა საუბარი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებსა და დაკავებულ პირებზე. ეპისტოლეში მთავარი აქცენტი სულიერ ერთიანობასა და საზოგადოებრივი თანხმობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

სააღდგომო მსახურება მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა — სიმბოლურად იმ სივრცეში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ლიტურგიას ესწრებოდნენ "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილზე მყოფთა ნაწილის ინფორმაციით, აღდგომის ღამეს ტაძარში შესვლა და ხანგრძლივად გაჩერება ყველა მსურველისთვის შესაძლებელი არ ყოფილა. მოქალაქეთა ნაწილი ტაძრის გარეთ, მათ შორის წვიმის პირობებში იმყოფებოდა.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.