საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე სესხით ცხოვრობს - რას ამბობს ხალხი

12.04.26 20:21
საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე სესხით ცხოვრობს - რას ამბობს ხალხი

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულება აქვს. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით ორ მილიონ მსესხებელს შორის 370 ათასზე მეტი მოქალაქე ფინანსური ვალდებულებების გადახდას ვერ ახერხებს და „შავ სიაშია“ მოხვედრილი. 

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში პენსიონერები იმყოფებიან. მათი ძირითადი შემოსავალი — სახელმწიფო პენსია, ხშირად სესხების მომსახურებაზე იხარჯება, რის შედეგადაც მათ ხელზე დარჩენილი თანხა არ ჰყოფნით არც მედიკამენტებისთვის და არც ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ეკონომიკური ზრდის ფონზე, რომელზეც "ოცნების" ხელისუფლება აქტიურად საუბრობს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ფინანსურ სირთულეებს განიცდის. ექსპერტები მიუთითებენ, რომ არსებული ზრდა ვერ აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ მდგომარეობაზე.

ეკონომისტების შეფასებით, ვითარება აჩენს მნიშვნელოვან კითხვას — რატომ ვერ აღწევს ეკონომიკური პროგრესი მოსახლეობის ფართო ფენებამდე და როგორ აღმოჩნდა ქვეყანა რეალობაში, სადაც გადარჩენა სესხზეა დამოკიდებული.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.