კლინიკის დაცვის თაამშრომელი რკინის საგნით სცემეს - რა მოხდა მარნეულში

12.04.26 20:27
კლინიკის დაცვის თაამშრომელი რკინის საგნით სცემეს - რა მოხდა მარნეულში

თბილისში კლინიკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სასტიკად სცემეს. 63 წლის მამაკაცი მძიმე დაზიანებებით მარნეულიდან დედაქალაქში გადაიყვანეს და ამჟამად კომაში იმყოფება.

შემთხვევა გვიან ღამით ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს პაციენტის ოჯახის წევრები მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მან პალატაში მნახველების შეშვებაზე უარი განაცხადა.

დაშავებული მამაკაცი რკინის საგნით სცემეს. ექიმების ცნობით, მას სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს — დაზიანებულია ძვლოვანი სტრუქტურები და მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოა თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და საქმეში სხვა პირების, მათ შორის გავლენიანი ფიგურების კავშირიც განიხილება.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.