ქობულეთში სიჩქარის გამომთვლელ კამერებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

13.04.26 10:56
ქობულეთში სიჩქარის გამომთვლელ კამერებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ქობულეთში, სოფელ გვარაში, ცენტრალურ გზაზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაზიანებული კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა და სიჩქარის კონტროლის ფუნქციას ასრულებდა.

ადგილობრივების თქმით, კამერები განზრახ, რამდენიმე კვირის წინ დააზიანეს.

რა მუხლით დაიწყო ფაქტზე გამოძიება ჯერჯერობით უცნობია.