ველისციხეში ადიდებულმა ხევმა „ჟორსის ხიდი“ დააზიანა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ე.წ. „ჟორსის ხიდი“ დააზიანა. ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხიდი დაახლოებით 30 წლის წინ არის აშენებული და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს წარმოადგენს. ის ველისციხის საკვირაო ბაზართან, ხოლო ახაშნელებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან აკავშირებს.
ტელეკომპანია „გურჯაანის“ ინფორმაციით, დაზიანების მასშტაბსა და მდგომარეობას შესაბამისი სამსახურები შეაფასებენ.