თბილისში დღეს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

13.04.26 12:09
თბილისში დღეს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით სპეციალურად დანიშნული ავტობუსები უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტობუსები მუშაობას დილის 08:00 საათიდან დაიწყებენ და 20:00 საათამდე იმოძრავებენ. უფასო ტრანსპორტი მგზავრებს გადაიყვანს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის, კუკიისა და ახალი კუკიის, მახათისა და საბურთალოს, ასევე ღრმაღელეს, ველისა და ვარკეთილის მიმართულებით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ავტობუსები მეტროსადგურებიდან გავა და მოქალაქეებს სასაფლაოებამდე გადაადგილებაში შეუწყობს ხელს.