სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დატბორილია სახლები და სათბურები

13.04.26 17:51
სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დატბორილია სახლები და სათბურები

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა სახლები და ეზოები.

დატბორილია  სოფელი შრომა, ჭიაური, ჩადუნიანი და ქვემო ნაშოვარი.  

დატბორილია ნაკვეთები და სათბურები. სერიოზული ზიანი მიადგა ნათესებს და ნარგავებს.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.