ხობის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინეს
ხობის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინეს - როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იუწყება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაპის სახეობის 1 კგ თევზი მოიპოვა.
უწყების თქმით, ელექტროიარაღის გამოყენებით ცდილობდა თევზჭერას მოქალაქე სოფელ საჯიჯაოშიც, მდინარე ჭანისწყალზე, თუმცა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტი მანამ აღკვეთეს, სანამ ბრაკონიერი თევზს მოიპოვებდა.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ორივე ფაქტის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
❗ ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
✅🚗 ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც კონტროლის გაძლიერებული შესაძლებლობის შედეგია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.