ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვა ეკონომიკური ტერორიზმის ტოლფასია - ჯეი დი ვენსი
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვა ეკონომიკური ტერორიზმის ტოლფასია - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვენსით თქმით, შტატები "ერთი მარტივი პრინციპით იხელმძღვანელებს - ირანული გემებიც ვერსად გავლენ"
ისინი ფაქტობრივად ნებისმიერ გემს დაემუქრნენ, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადის. აი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი გვაჩვენა, რომ ეს თამაში ორივე მხარეს შეუძლია. ირანელები ეკონომიკური ტერორიზმით თუ ცდილობენ ჩვენთვის ზიანის მიყენებას, ჩვენ ერთი მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ: ირანული გემებიც ვერსად გავლენ“, – აღნიშნა ვენსმა.