ვიცოდით, მაღალი იყო ალბათობა, ორბანს არჩევნები წაეგო, მაგრამ... - ვენსი საუბრობს, რატომ ჩავიდა წინასაარჩევნოდ უნგრეთში
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი განმარტავს, რატომ ჩავიდა ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად არჩევნებამდე უნგრეთში - Fox News-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ვენსმა განაცხადა, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი "ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბრიუსელის ბიუროკრატიას უპირისპირდებიან".
მისივე თქმით, შტატებმა იცოდა, რომ ორბანს გამარჯვების ნაკლები შანსი ჰქონდა.
ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში თავის ვიზიტს მართებული უწოდა და აღნიშნა, რომ ორბანის მხარდაჭერა არც რუსეთს და არც ევროპას არ ეხებოდა.
ჩვენ წავედით, რადგან სწორი საქციელი იყო, მხარი დაგვეჭირა ადამიანისთვის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვიჭერდა მხარს. ასე რომ, საქმე არც რუსეთს ეხებოდა და, არსებითად, არც ევროპას. საქმე ეხებოდა შეერთებულ შტატებს და იმ ფაქტს, რომ ის კარგი პარტნიორი იყო როგორც ჩემთვის, ასევე პირადად პრეზიდენტისა და შეერთებული შტატებისთვის. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა, ვიქტორს წაეგო არჩევნები, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ევროპელი ლიდერების სიიდან, რომელსაც ვხედავდით, როგორც ბრიუსელის ბიუროკრატიის მოწინააღმდეგეს და ძალიან საზიანო იყო შეერთებული შტატებისთვის. ამიტომ, მაგალითად, როდესაც ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატი ამერიკულ კომპანიას ესხმის თავს, ზოგჯერ ერთადერთი ხმა, რომელიც ამ ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ გამოდიოდა და იცავდა, ვიქტორ ორბანი იყო“, – აღნიშნა ვენსმა.