SOS მიუსაფარი ძაღლების მასობრივი დაჭერები იგეგმება! - ბესიკ დონაძე
SOS მიუსაფარი ძაღლების მასობრივი დაჭერები იგეგმება! - ინფორმაციას კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დინაძე ავრცელებს.
"კოალიცია ცვლილებების" წევრის ინფორმაციით, დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 436 800 ლარს.
სპეციალისტის თქმითვე, 1 ცალი მარყუჟის ღირებულება 1200 ლარია.
დონაძემ გაარკვია, რომ სატენდერო წინადადების მიღება დღეს 12 საათზე იწყება.
შეგახსენებთ, გასულ ხუთშაბათს, ხმაური იყო თბილისში, მერიის ცხოველთა თავშესაფარში და მიმდებარე ტერიტორიაზე - ადგილზე აქტივისტები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გავრცელდა ცნობები ძაღლების არასათანადო მოპყრობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ცნობები შესაბამისმა სტრუქტურებმა კატეგორიულად უარყვეს.