მედიაში სახელდება სავარაუდო თარიღი, როცა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება
შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 16 აპრილს შედგეს, — ინფორმაციას Associated Press ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მხარეები აქტიურად განიხილავენ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას, რომლის მიზანიც მიმდინარე დაძაბულობის შემცირება და კონფლიქტის დასრულების გზების მოძიებაა. თუმცა, შეხვედრის ზუსტი დრო და ლოკაცია ამ ეტაპზე საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, მიუხედავად გაურკვევლობებისა, შეხვედრა შესაძლოა უკვე ხუთშაბათს გაიმართოს, თუმცა დეტალები კვლავ დაზუსტებას საჭიროებს.
ამავე ინფორმაციით, მოლაპარაკებების შესაძლო მასპინძელ ქალაქებად კვლავ განიხილება ისლამაბადი და ჟენევა, სადაც მხარეებს უკვე აქვთ დიპლომატიური კომუნიკაციის გამოცდილება.