მოსამართლე გალუსტაშვილმა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი ისევ არ გახსნა

14.04.26 12:30
მოსამართლე გალუსტაშვილმა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი ისევ არ გახსნა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არც ამჯერად დააკმაყოფილა და სხდომა არ გახსნა.

სხდომას ესწრება ბაჩო ახალაია.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას ერთი მოწმე - სუს-ის თანამშრომელი ეყოლება წარმოდგენილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.