სოფელ ჰერეთისკართან მდინარე ალაზანი ადიდდა - აკრძალულია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

14.04.26 12:41
სოფელ ჰერეთისკართან მდინარე ალაზანი ადიდდა - აკრძალულია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

სოფელ ჰერეთისკართან მდინარე ალაზანი ადიდდა - აკრძალულია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ალაზნის ადიდების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.