მოწმე გამომძიებელმა თქვა, რომ ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში არანაირ ინფორმაციას არ ფლობს - ადვოკატი

14.04.26 13:23
მოწმე გამომძიებელმა თქვა, რომ ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში არანაირ ინფორმაციას არ ფლობს - ადვოკატი

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე დღეს ერთი მოწმე, სუს-ის გამომძიებელი, ზურაბ კუპრავა დაიკითხა. 

  • კუპრავა ერთ-ერთია იმ გამომძიებელთა შორის, რომელმაც შემთხვევის ადგილი - ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. 

როგორც პროცესის შემდეგ ახალაის ადვოკატმა, გია გორიზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეს მტკიცებითი ხასიათის ჩვენება არ მიუცია.

უფლებადაცვმელის თქმით,  ახალაიას შეკითხვაზე პასუხა, სუს-ის გამომძიებელმა განაცხადა, რომ ბრალდებულ ყოფიო მაღალჩნოსანთან მიმართებაში არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. 

ბრალდების მხარემ მოწმის სახით გამოიძახა ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია. ბაჩოსთან მიმართებაში მას მტკიცებითი ხასიათის ჩვენება არ მიუცია. უფრო მეტიც, ბაჩო ახალაიას შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ მასთან მიმართებაში არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. რაც შეეხება საქმის მასალებს, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მასში კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდეს ბაჩო ახალაიას, როგორც ორგანიზატორის ბრალეულობას, ასეთი არ დევს“, - განაცხადა გოროზიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესი დღესაც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსამართლე გალუსტაშვილმა სხდომა არც ამჯერად არ გახსნა. 

  • ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.