"დაიცავი ის, რაც არ იყიდება" - თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

14.04.26 18:46
 "დაიცავი ის, რაც არ იყიდება"  - თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

დაიცავი ის რაც არ იყიდება - ამ წუთებში  სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები იკრიბებიან.

განათლების დასაცავად და ქვეყნის თვისუფლებისთვის აქცია  დედა ენის დღეს სიმბოლურად შეირჩა.

ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, ამბობენ რომ 1978 წელს ქართველი ხალხის დაწყებული  ბრძოლა “ოცნების“ მმართველობის პირობებშიც გრძელდება.

1978 წლის 14 აპრილი ძლიან სიმბოლურია, მაშინაც სტუდენტები გარეთ იდგნენ და იცავდნენ ყველაზე ღირებულს და მთავარს - ენას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და კულტურის მთავარი მამაძროავებელი საყრდენია. დღესაც სტუდენტები შევიკრიბეთ, თითქმის, იგივე შინაარსით, დავიცვათ განათლება, რომელიც „ოცნების“ პირობებში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, იმ ე.წ. რეფორმის ფარგლებში, რომელიც მმართველმა პარტიამ შეიმუშავა. მოვითხოვთ, რომ მოხდეს მისი გადახედვა, უკან გაწვევა და რაც საჭიროა უკეთესი მომავლისთვის, - ამბობს ილიაუნის სტუდენტი.