სროლა კოდაში - პოლიციელი, რომელმაც ათამდე გასროლა განახორციელა, არ დაუკავებიათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა თანასოფლელს სამსახურებრივი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა — სროლა სოფელ კოდაში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოსთან პოლიციის თანამშრომელი 25 წლის მამაკაცს დაუპირისპირდა და სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ სამინისტროს კუთვნილი იარაღიდან ათჯერ გაისროლა. ადგილობრივების თქმით, სროლის შემდეგ სოფელში პანიკა და ქაოსი იყო.
მოსახლეობის ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად სუფრაზე დაიწყო — 25 წლის ერეკლე დალაქიშვილი და სამართალდამცველი ქეიფის დროს შელაპარაკდნენ. მათი თქმით, კონფლიქტი მალევე დასრულდა, თუმცა რამდენიმე საათში ავტოსამრეცხაოში გაგრძელდა და სროლით დასრულდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია პოლიციის ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. „პირველების“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.