კითხვები სურსათის სააგენტოს ტენდერზე - უფლებადამცველები სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებენ

14.04.26 21:27
კითხვები სურსათის სააგენტოს ტენდერზე - უფლებადამცველები სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების დამჭერი მარყუჟების, ე.წ. „ლასოების“, იმაზე მეტი რაოდენობის შეძენას გეგმავს, ვიდრე შესაბამისი ეკიპაჟები ჰყავს. თავდაპირველი ტენდერის მიხედვით, 364 ერთეულის შესაძენად ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ იგივე რაოდენობა დაახლოებით 95 ათას ლარად შესთავაზა — ერთეული 1200 ლარის ნაცვლად დაახლოებით 250 ლარი გამოდის.

კორუფციის მკვლევარების შეფასებით, ეს განსხვავება მიუთითებს, რომ სააგენტომ ბაზრის სათანადო კვლევა არ ჩაატარა და საწყის ეტაპზე ღირებულება მნიშვნელოვნად, თითქმის ხუთჯერ გაზარდა.

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ სჭირდება სააგენტოს ასეთი რაოდენობის მარყუჟები და როგორ იგეგმება ბიუჯეტის ხარჯვა. საეჭვოდ მიიჩნევა ისიც, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, რომელიც მიმდინარე წლის 10 მარტს არის რეგისტრირებული და რომლის ერთ-ერთი მეწილე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.

ცხოველთა უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ საქმე შესაძლოა არამიზნობრივ ხარჯვას ეხებოდეს. მათი თქმით, მსგავსი ინვენტარის შეძენა ბევრად იაფადაც არის შესაძლებელი და ბაზარზე მისი ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.