ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

14.04.26 20:41
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

ქვისცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული), დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,- წერია ინფორმაციაში.