ბათუმში, ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე პრობლემებია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ბათუმში ახლად რეაბილიტირებულ ვარშანიძის ქუჩაზე პრობლემებია. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ადგილობრივები ჩივიან — მათი თქმით, ტროტუარი უსწორ-მასწოროდ არის დაგებული და გადაადგილება ფეხით ფაქტობრივად შეუძლებელია. ვითარება განსაკუთრებუთ მძიმდება წვიმის დროს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ უკვე ერთი თვეა მერიისგან დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა.
ზერელედ აკეთებენ. რატომ უნდა ჩავარდეს? იქ (ტროტუარზე) მანქანა ხომ არ დადის? კისერს მოიტეხავ, სწორად ვერ გაივლი. ეს არც ბავშვისთვისაა და არც ხანში შესული ადამიანისთვის, - ამბობს ადგილობრივი.
სანამ ეს რეაბილიტაცია დაიწყებოდა, იყო სწორი ზედაპირი, მშვენივერად ეზოებში შედიოდი. კიბის ტროტუარი არსად გვინახავს და საერთოდ, გავლა არის შეუძლებელი, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მიიღო, „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატის, ლევან დოლიძის ოჯახს ეკუთვნის.