დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

15.04.26 11:55
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქცია მთავრობის კანცელარიასთან დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ხალხი სახელმწიფოსგან ითხოვს მედიკამენტს, რაც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

საქართველოში რეგისტრირებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 100-მდე ბავშვი, რომლებსაც ესაჭიროებათ მედიკამენტები და ესაჭიროებათ პერიოდული შემოწმება. ამ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ამიტომ დღეს 14:00 საათზე, ჩვენ მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და მოვითხოვთ პასუხს ჩვენს განცხადებებზე. ჯერ-ჯერობით ირაკლი კობახიძე ისევ თავს არიდებს ჩვენთან შეხვედრას, მაგრამ ის მუდმივად ვერ დაიმალება. გვჭიდება საზოგადოების მხარდაჭერა", - ამბობს კახა წიქარიშვილი. 

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.  

მსგავსი სიახლეები