ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმა

15.04.26 12:04
ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმა

ცნობილია, როგორი იქნება პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმა - 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. შესყიდვას ახლავს სასკოლო ფორმების დიზაინიც.

დაგეგმილი შესასყიდი რაოდენობები ასეთია:

პიჯაკი (გოგო) - 292,000 ცალი;
პიჯაკი (ბიჭი) - 308,000 ცალი;
შარვალი (გოგო) - 438,000 ცალი;
შარვალი (ბიჭი) - 616,000 ცალი;
ქვედაკაბა მუხლამდე - 146,000 ცალი;
ქვედაკაბა გრძელი ცალი - 1,000 ცალი.

ცნობისთვის, ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.