ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო საქართველოდან დაბრუნების შემდეგ ბელარუსში დააკავეს

15.04.26 12:24
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო საქართველოდან დაბრუნების შემდეგ ბელარუსში დააკავეს

ბელარუსი ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო მინსკის აეროპორტში, თბილისიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს. ეს ინფორმაცია Dissidentby-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ვებგვერდ Pozirk-ს ადამიანის უფლებათა დამცველმა რომან კისლიაკმა დაუდასტურა . Dissidentby პროექტის თანახმად, დაპატიმრება 11 აპრილს მოხდა.

„ალექსანდრე, სულ მცირე, 2022 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ძნელი სათქმელია, რატომ დაბრუნდა ის ბელარუსში — შესაძლოა, ენატრებოდა სამშობლო და ოჯახი. ვფიქრობ, მან არასწორად გათვალა დაკავების რისკი და იმედოვნებდა, რომ „ნაპრალებიდან“ გაიპარებოდა“, - თქვა კისლიაკმა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის თავისუფლების დღის შემდეგ ბელარუსმა პროპაგანდისტებმა თავიანთ მასალებში შიშკოს ხსენება დაიწყეს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავისუფლების დღის საზღვარგარეთ აღნიშვნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამ საქმის ფარგლებში, ბელარუსში მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა“, - დასძინა კისლიაკმა.

 

მსგავსი სიახლეები