მილიონ-ნახევარი პოლიციის ერთდღიანი ზეიმისთვის - კორუფციის მკვლევარები და ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს
მილიონ-ნახევარ ლარი პოლიციის ერთდღიანი ზეიმისთვის - შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღის ორგანიზებაში 1 549 667 ლარის დახარჯვას გამარტივებული შესყიდვით აპირებს.
კორუფციის მკვლევარების თქმით, ტენდერის გარეშე შესყიდვა წესით მაშინ ხდება, როცა მოულოდნელი საჭიროება ჩნდება და ფორსმაჟორია, თუმცა პოლიციის დღე ყოველ წელს 31 მაისს აღინიშნება და მას გამარტივებული სამუშაოები არ სჭირდება.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი და კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე ამბობს, რომ გამარტივებული შესყიდვა აძვირებს მომსახურებას და შესაბამისად, მეტი ფული იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ანუ ყველა გამარტივებული შესყიდვა არის კორუფციული რისკი, ასეთ შესყიდვებზე კონტრაქტები გაუფორმეს მათთან დაკავშირებულ კომპანიებს - ამბობს ბესო დონაძე.
გამარტივებული შესყიდვა აძვირებს მომსახურებას და შესაბამისად, მეტი ფული იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. წლის დასაწყისში შსს-მ იცის, რომ 31 მაისს უნდა აღნიშნოს პოლიციის დღე, შესაბამისად, თადარიგი უნდა დაიჭიროს წინასწარ - ერთ თვით ადრე, თვენახევრით ადრე - შესაძლებელია ჩატარდეს ტენდერი, დაკონტრაქტდეს ის ტექნიკური სამუშაოები, რომელსაც გამარტივებული სამუშაოები არ სჭირდება. ჩვენ არ ვსაუბრობთ ექსკლუზიურ მომსახურებაზე, მაგალითად მომღერალზე, რომელსაც უნდა გადაუხადო ჰონორარი. "ოცნება" ცდილობს ყველა ასეთ ღონისძიებაში ნახოს ფულის გაკეთების საშუალება და მათი ბუნებიდან გამომდინარე ყველა ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვა, ანუ ყველა გამარტივებული შესყიდვა არის კორუფციული რისკი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პრაქტიკაში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ასეთ შესყიდვებზე კონტრაქტები გაუფორმეს მათთან დაკავშირებულ კომპანიებს, არათუ დაკავშირებულს, არამედ ოჯახის წევრებს, ნათესავების კომპანიებს და ა.შ.", - აცახდებს ბესო დონაძე.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი კი საქართველოს მოქალაქეების გადასახადების "უგუნურ ხარჯვაზე" საუბრობს და ამბობს, რომ რომ დაუშვებელია იმ ორგანიზაციას (გულისხმობს შსს-ს) გამოეყოს ბიუჯეტიდან ხალხის ფული, რომელიც ხახლის სიტემურ წამებაშია მხილებული.
ფუნდამენტური პრობლემა არის რა თქმა უნდა ბიუჯეტური და საქართველოს მოქალაქეების გადასახადების უგუნური ხარჯვა. ერთი მხრივ უგუნური, მეორეს მხრივ თავიდან ბოლომდე კორუფციით გაჯერებული. ყველამ იცის, რომ პირდაპირი შესყიდვა ფორმდება "ქოციანობასთან" დაახლოებულ პირებთან. ამ სოციალურ კლასთა კასტას გარკვეულ ზეიმს უწყობს პოლიციის დღეს, თითქოს რაიმე ჰქონდეთ აღსანიშნავი. იმ გადაცდომებისთვის, სისტემური წამებისთვის, ადამიანების უმოწყალო ცემა-ტყეპისთვის, პროცედურული უამრავი დარღვევისთვის, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდა და არც ერთი ადამიანი არ არის აქედან დასჯილი, ამ ორგანიზაციის თურმე საიუბილეო დღის აღნიშვნა, საქართველოს მოქალაქეებს , რომელიც ამ ორგანიზაციამ გალახა -აწამა, უნდა დაუჯდეს მილიონები. ამ რეალობაში აცხოვრებს ივანიშვილი საქართველოს", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.