სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო - გამყრელიძე "ბუსტერ" დოზით აიცრა

12.11.21 11:32
სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო -  გამყრელიძე "ბუსტერ" დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ამირან გამყრელიძემ აცრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. გამყრელიძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. 

დღეს სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო. ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა. „ფაიზერს“ გამოშვებიდან 9 თვე აქვს ვადა, თუ -60, -90 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. გალღობის შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე",-  ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები