ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა? ღმერთთან ყველას ადგილია - მეუფე იაკობი "ოცნებაზე"

19.04.26 15:24
ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა? ღმერთთან ყველას ადგილია - მეუფე იაკობი "ოცნებაზე"

ბოდბელი ეპისკოპოსი უკმაყოფილოა ფაქტით, რომ პატრიარქის პანაშვიდზე სიონის ტაძარში "ოცნების" ლიდერები განლაგდნენ, რიგით მოქალაქეებს კი იქ დგომის საშუალება არ მიეცათ. ამის შესახებ მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

სასულიერო პირის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ეკლესიაში მისულ ადამიანებს გადაუწყვიტოს, სად დადგნენ. 

თუ ადამიანების გულებში გაიღვიძა იმან, რომ უნდათ ეკლესიაში მისვლა, ვის აქვს უფლება, გულწრფელად მოდის ადამიანი და იმას ცენზურა დაუწყო. ნუ ეხებით იმას, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. შეიძლება, როცა მთავრობაში ხარ, აკრძალო რა არ შეიძლება ქუჩაში, ტროტუარზეც არ დამაყენო თუნდაც, ძალა თუ გაქვს, გააკეთე, მაგრამ ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა? ღმერთთან ყველას ადგილი, შეიძლება პარლამენტში ჰქონდეთ 150  ადგილი, თორემ ეკლესიაში დიდი ადგილებია. ერთმანეთს ნუ შევუშლით ხელს. არცერთი ადამიანის დაჩაგვრას, ეკლესიაში მოსვლა ვისაც უნდა, არავის დავაყენებთ. თუ არადა, ნახეთ, სცადეთ და რამდენი ხანი სცდით თითოეული ადამიანი, მაგასაც ნახავთ, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. 

მსგავსი სიახლეები