საქართველო დისიდენტების დევნის გლობალურ სიაში - რა წერია Freedom House-ის ანგარიშში

19.04.26 20:29
საქართველო დისიდენტების დევნის გლობალურ სიაში - რა წერია Freedom House-ის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მთავრობები დისიდენტებს საზღვრებს გარეთაც დევნიან. ორგანიზაციამ აღნიშნულ პრაქტიკას „ტრანსნაციონალური რეპრესია“ უწოდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამიზნეებად ძირითადად ხელისუფლებების კრიტიკოსი აქტივისტები, ოპოზიციონერები და ჟურნალისტები გვევლინებიან. დოკუმენტის მიხედვით, ავტორიტარული რეჟიმები მოქმედებენ ორგანიზებულად და კოორდინირებულად, რაც ზრდის საფრთხის მასშტაბს.

კვლევა მიუთითებს მძიმე შემთხვევებზეც — ფიქსირდება გატაცების, იძულებითი დაბრუნების, მკვლელობებისა და ქუჩაში თავდასხმების ფაქტები. გარდა ამისა, ზეწოლისა და მუქარის ქვეშ ხშირად ექცევიან დისიდენტების ოჯახის წევრებიც.

Freedom House-ი დემოკრატიულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააძლიერონ რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, რადგან, ორგანიზაციის შეფასებით, ავტორიტარული რეჟიმების ტრანსნაციონალური ქმედებები უკვე ახალ მასშტაბებზეა გადასული.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები