"ტრამპ თაუერის" პროექტი - ვინ ააშენებს 70 სართულიან ცათამბჯენს თბილისში

19.04.26 20:31
"ტრამპ თაუერის" პროექტი - ვინ ააშენებს 70 სართულიან ცათამბჯენს თბილისში

თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, ე.წ. „ტრამპ თაუერის“, შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიცია აცხადებს, რომ პროექტი რეალურად ამერიკული ინვესტიცია არ არის და მას ქართველი დეველოპერების ჯგუფი აფინანსებს. მათი თქმით, საუბარია ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, დეველოპერები ბრენდის ლიცენზიის შეძენით ცდილობენ პროექტის განხორციელებას იპოდრომის ტერიტორიაზე. ამ ფონზე, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივა არ წარმოადგენს უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას, არამედ კომერციული ბრენდის გამოყენების მცდელობაა.

ოპოზიციის შეფასებით, სამთავრობო პროპაგანდა უკვე მეორე დღეა ცდილობს ბიზნესის შესაძლო ინტერესის პოლიტიკურ წარმატებად წარმოჩენას. მათი განცხადებით, მხოლოდ ბრენდის სახელის გამოყენება ვერ გააუმჯობესებს ვერც საქართველო-აშშ-ის დიპლომატიურ ურთიერთობებს და ვერც შეჩერებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას აღადგენს.

ამ დროისთვის უცნობია, გულისხმობდა თუ არა ივანიშვილის პარტია სწორედ ამ პროექტს, როდესაც აანონსებდა, რომ ამერიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სიახლეს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებდა.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები