ანაკლიის პორტის ბედი — დასავლური გზა თუ რუსულ-ჩინური გავლენა
ოპოზიცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას დასავლელი პარტნიორების ჩართულობითა და გამჭვირვალე პირობებით ითხოვს. პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობის არ არის და იგი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანს განსაზღვრავს.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარტიაში მიაჩნიათ, რომ პროექტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ადგილს რეგიონში, არ უნდა აღმოჩნდეს რუსული და ჩინური სახელმწიფო კომპანიების გავლენის ქვეშ. მათი თქმით, პარტნიორების შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და დასავლურ ინტეგრაციას.
ანაკლიის პორტის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ მოექცა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, განცხადების შემდეგ. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში უილსონმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, შეაკავოს ჩინეთის გავლენა სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.