მრევლი ბერი ნიკოლოზის ბინაში შესვლას ითხოვს, პოლიცია წინააღმდეგია - რა ხდება ფონიჭალაში
ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის ბინაში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მრევლი ბერის ბინაში შესვლას ცდილობს, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ არ წავლენ, ვიდრე ბერი ნიკოლოზის ცედარს საკუთარი თვალით არ ნახავენ.
ჩვენ ხომ ყველა ჭირისუფალი ვართ, რა უფლება გაქვთ? მარტო უნდა იყოთ იქ და რაც გინდათ, ის გააკეთოთ?! რა უფლება გაქვთ, რომ არ გვიშვებთ შიგნით - ამბობს მრევლი პოლიციის მისამართით.
რა გახდა ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც მოქალაქეები ამბობენ, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ირკვევა ისიც, რომ მრევლის ნაწილი წინააღდეგი იყო, რომ მასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულიყო.
ბოლო დროს ცუდად იყო,რომ გამოდიოდა, ცუდად იყო, მაგრამ ის, რომ მამაომ თავი მოიკლა, ეს არის წარმოუდგენელია. 9 აპრილს რომ გამობრძანდა მამაო, მოპირდაპირე ბინას, ჩაკეტილია ეს ბინა და ორჯერ ჩამოწია კარის სახელური და რეალურად მიგვანიშნა, აქ რაც მოხდებოდა და ათი დღის მერე აგერ, კი ვხედავთ, რაც მოხდა, - ამბობს მრევლი.
ადგილზე იმყოფება ლუიზა ჯაფარიძეც. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის არის ბერი ნიკოლოზის დობის აღჭურვილი პირი. მას მედიასთან არ უსაბრია, მხოლოდ პოლიციას სთხოვდა, ბერი ნიკოლოზის ბინაში შეეშვათ, როგორც ჭირისუფალი.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.