საიამ სტრასბურგში პროევროპულ აქციებზე შესაძლო სისტემურ ძალადობაზე საჩივარი წარადგინა

20.04.26 12:18
საიამ სტრასბურგში პროევროპულ აქციებზე შესაძლო სისტემურ ძალადობაზე საჩივარი წარადგინა

2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა საჩივარი, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ შესაძლო სისტემურ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

საიას ინფორმაციით, საჩივარი ოთხი მომჩივნის სახელით არის გაგზავნილი და მასალები მიუთითებს, რომ აქციების დაშლის პროცესში მონაწილეებს აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მათ შორის — პოლიციის კორდონის მიღმა და სპეციალურად მოწყობილ მიკროავტობუსებში. ორგანიზაციის ცნობით, ძალადობას თან ახლდა შეურაცხყოფა, მუქარები და პირადი ნივთების ჩამორთმევა.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს, არამედ სისტემურ პრაქტიკას, რომელიც, ორგანიზაციის განცხადებით, პროტესტის ჩახშობისკენ იყო მიმართული. გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის შესაძლო დარღვევა, მათ შორის — წამების აკრძალვა, შეკრების თავისუფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ვრცლად ნახეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები