"ბევრი იყო ჩანერგილი, ბევრი ბოროტი იყო" - რას ამბობს ბერი ნიკოლოზის მრევლი

20.04.26 13:54
"ბევრი იყო ჩანერგილი, ბევრი ბოროტი იყო" - რას ამბობს ბერი ნიკოლოზის მრევლი

ბერი ნიკოლოზის ცხედარი საბურთალოზე, რიტუალების დარბაზში დაასვენეს,სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე უწყვეტად მიდიან მოქალაქეები და ბერს ემშვიდობებიან. 

მრევლი ამბობს, რომ ჯერ არ იციან, როდის და სად იგეგმება ბერის დაკრძალვა. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბერი ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. მან მრევლს წერილობით მიმართა და სამედიცინო დახმარება ითხოვა, თუმცა ადგილზე მისული ექიმების ბრიგადა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა ბერის ბინაში არ შეუშვა. მათი თქმით, ბერი ნიკოლოზის სიცოცხლე თითოეული მათგანის გულგრილობას შეეწირა. 

იყო რამდენიმე ადამიანი, ვისაც ასე ესმოდათ, რომ იქ არ შეიძლებოდა მამა ნიკოლოზის კარის შეღება და არ უშვებდნენ არავის, არც ექიმი, არც მამა ნიკოლოზის აღსარების ჩამბარებლები, ვინც იყვნენ... პოლიცია გუშინ იყო მოსული, რომელიც მე ვნახე. ბევრი იყო ჩანერგილი, ბევრი ბოროტი იყო, ბევრი იყო სასულიერო პირებიდან, სხვადასხვა რელიგიური კონფენსიებიდან.

9 აპრილს კადრები რომ ვნახეთ, მაშინ მამა ნიკოლოზი იყო ძალიან, ძალიან დაუძლურებული. კადრების ყურება ყველას გაგვიჭირდა. გუშინ მოხერხდა მხოლოდ კარის გახსნა და ისიც დიდი დაპირისპირებით მოხდა, - ამბობს მოქალაქე.