კაცი, რომელმაც მარნეულში თანასოფლელი დანით დაჭრა, დაკავებულია

20.04.26 13:43
კაცი, რომელმაც მარნეულში თანასოფლელი დანით დაჭრა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით  თანასოფლელს - 1998 წელს დაბადებულ ი.კ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია განცხადებაში.