ექიმი რას გიშველის თუ უფალი თან არ გყავს? ექიმი უძლურია - ბერი ნიკოლოზის მრევლი

20.04.26 14:06
ექიმი რას გიშველის თუ უფალი თან არ გყავს? ექიმი უძლურია - ბერი ნიკოლოზის მრევლი

 

 

მრევლი ადასტურებს, რომ ბოლო დროს ბერი ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ამის მიუხედავად, მათი თქმით, ექიმის დახმარებას არ საჭიროებდა, რადგან "მასთან ღმერთი იყო".  

9 აპრილის შემდეგ მრევლთან არ გამოსულა, ძალიან ცუდად იყო. მარხვაზე იყო. ექიმი რას გიშველი თუ უფალი თან არ გყავს? იქ ექიმი უძლურია. ნებისმიერი წმინდანი აიღეთ, ვინც იცით და გაგიგიათ, ვერავის ექიმი ვერ შველის. მამა ნიკოლოზი იყო წმინდანი ადამიანი, უწმინდესი, ქრისტეს გზაზე მავალი... მე მისი მრევლი ვიყავი, თუ რამე გამიჭირდებოდა, ერთი დამადებდა ხელს ბეჭზე და განმკურნავდა ხოლმე, - ამბობს მრევლი. 

ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.  როგორც მრევლი აღნიშნავს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მედიკოსებს მის ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. 

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დახმარებას თავად ბერი ნიკოლოზიც წერილობით ითხოვდა.