bm.ge: მიწა, რომელზედაც Trump Tower-ი უნდა აშენდეს, ჯერ კიდევ ივანიშვილის "ქართუ ფონდის" საკუთრებაშია
თბილისში, თამარაშვილის N13-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს. პროექტის მიხედვით, ცათამბჯენი დაახლოებით 70-სართულიანი იქნება, თუმცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, ამ ეტაპზე კვლავ საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ საკუთრებაშია.
BMG-ის ცნობით, პროექტის დეველოპერი კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუა“, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული ტერიტორიის მომავალ მესაკუთრედ არის მითითებული, თუმცა მიწის გადაცემა ჯერ არ განხორციელებულა. შეთანხმება მხარეებს შორის 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა და იგი ორ მიწის ნაკვეთს მოიცავდა, საიდანაც ერთ-ერთი უკვე სხვა კომპანიას გადაეცა.
პროექტში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის Biographi Living, „აქრი ჯგუფი“ და Sapir Organization. Trump Organization-ის ინფორმაციით, ცათამბჯენის არქიტექტურულ პროექტზე ამერიკული ბიურო Gensler იმუშავებს.
ამ ეტაპზე თბილისის არქიტექტურის სამსახურში უშუალოდ Trump Tower-ის პროექტი ჯერ წარდგენილი არ არის.