კომისიამ, რომელიც ფასების შემცირებაზე მუშაობს, შედეგი ვერ მოიტანა - ეკონომისტები
საქართველოში პროდუქციის წარმოება ისევ გაძვირდა - ეკონომისტები ამბობენ, რომ კომისიამ, რომელიც ფასების შემცირებაზე მუშაობს, შედეგი ვერ მოიტანა.
გიორგი ხიშტოვანის თქმით, კომისიის განცხადებები ზოგადი რეკომენდაციებით შემოიფარგლება, ხოლოდ ყოველდღიური რეალობა სულ სხვაა.
ის გამოსავალს საწვავზე ფასის არ გაზრდაში, ან გაზრდილი ფასის დაკომპენსირებას აქციზის ფასის დაწევაში ხედავს, სხვა შემთხვევაში, ვარაუდობს, რომ “ეს ფასების შოკი სხვა სექტორებსსაც გადაეცემა“.
რამდენიმე საკითხი უკვე ცხადია, კომისიამ, რომელიც მუშაობს ფასებზე, შედეგი ვერ მოიტანა. კომისიის განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი შემოიფარგლებიან, სავარაუდოდ, ზოგადი რეკომენდაციებით. დღეს ვაწყდებით რეალობას, როდესაც იწყება ფასების ზრდის პროცესი, და ყოველი ახალი მონაცემი ამის დადასტურებაა. მაგალითად, ბოლო ეს არის მეწარმეების მიერ, საწარმოო პროდუქციის ფასების ზრდის მაჩვენებლი, რომელიც წლიურ 6.5 -მდე გაიზარდა. თუ არ გაიზრდება ფასები საწვავზე, ან დაკომპენსირდება გაზრდილი ფასი, დაბალი აქციზით, ამ შემთხვევაში, ეს ფასების შოკი სხვა სექტორებს არ გადაეცემა. ჩვენ ვიცით, რომ ყველა სექტორზე გადადის ეს - სოფლის მეურნეობაზე, ვაჭრობაზე, ლოგისტიკაზე, მშენებლობაზე და შესაბამისად, ამ შოკის შეჩერების რესურსი იქნებოდა ეს - ამბობს ხიშტოვანი.
ფასები ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნავთობპროქუტების ზრდას და ეგზოგენურ ფაქტორებს ასახელებს პაატა ბაირახტარი. ის ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა ეროვნულმა ბანკმა შეამციროს ეროვნული ვალუტის მასიური ბეჭვდა და მიმოქცევაში გაშვება.
ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია, ნავთობპროდუქტებით და ზოგადად, ეგზოგენური ფაქტორებით, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე მოქმედებს, პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო. ამას დაემატა, ბოლო პერიოდში, ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც ამ ინდექსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თვიურ ჭრილში თუ ვისაუბრებთ, ამა თვიურ ჭრილში მაოხდინა, თუმცა, წლიურში ნავთოპროდქტების და ეგზოგენური პაქტორების ზეგავლენაა ამ ინდექსზე. ვითომ მუსაობა და საქმიანი იმიჯი, რომელსაც ეს კომისია ქმნის, ამას ფასებტან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ ვინმეს ფასების შემცირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უნდა, ამ მიმართულებით კარგი იქნება პლასტმასთან მიმართებაში რეგულაციები რომ შემოაქვთ, მსგავსები არ მიიღონ, რადგან ეს კიდევ უფრო გაზრდის, ისედაც გაძვირებულ ფასებს. მთავარი ამ მიმართულებით რაც არის - ეროვნულ ბანკს შეეკითხნენ, რატომ ბეჭდავს ამდენ ლარს და რატომ უშვებს ეროვნულ ვალუტას მიმოქცევაში ასეთი რაოდენობით, - ამბობს ბაირახტარი.