ჯაფარიძე: რეჟიმისთვის პრობლემაა ალიანსის პოზიციები
ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს.
მისი თქმით, სწორედ ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ "ოცნება" ასაკრძალ პარტიაში სიაში "ფედერალისტებსაც" სვამს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს სიგნალს სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისთვის, რომ მსგავსი პოზიციის შემთხვევაში ისინიაც შეიძლება გახდნენ აკრძალვის ობიექტი.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ფედერალისტები“ ისედაც არ აპირებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა, მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები დამატებით პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს.
ალიანსის პოზიციებია პრობლემა, რეჟიმს აჩვენებს იმას, რომ ის, რა პოზიციაზეც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია ასეთი რეჟიმთან დაპირისპირებაში და ეს არის არაღიარება, ლეგიტიმაციის არ მიცემა, ეს არის შიგნით ყველანაირი მცდელობა, რომ პროტექსტი გაიზარდოს, ეს არის გარედან წნეხის გაძლიერება. ეს არის პოზიციები, რომლებიც მათ აღიზიანებთ, რომლისაც მათ ეშინიათ და მათ შორის ყველა, ვონც ამ პოზიციებს იზიარებს და ცხადია, რომ "ფედერალისტები" ამ პოზიციაზე იყვნენ თავიდანვე, მათთვის არის პრობლემა, თორემ ის, რომ ალიანსი ამ წუთებში კრამიტებს ამტვრევს, მაგის არავის სჯერა, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს ჯერ კიდევ გასაკეთებელი. "ფედერალისტებს" ისედაც გახადებული ჰქონდათ, რომ თუ სხვა პარტიები და კოალიციები აკრძალული იქნება, ისინი ისედაც არ აპირებდნენ მასკარადში მონაწილეობას მიღებას, რომელსაც ისინი არჩევნებს ეძახიან და მე არ მმგონია, რომ მანდ არსებითად რამე შეიცვალა, უბრალოდ, რაღაც ნიუსი შექმნეს ახლა, რომ აი, ალიანსს თუ გაეკარები და მათ პოზიციებზე თუ იქნებით, თქვენც აგკრძალავთ, ამას ეუბნებიან სხვა მოთამაშეებს თუ ვითო მოთამაშეებს, რომლებიც არიან ახლა პოლიტიკურ სივრცეში, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.
პაპუაშვილის თქმით, უკან გამოითხოვენ ძველ სარჩელს და ახალ სარჩელში პარტია „ფედერალისტებს“ დაამატებენ.