მრევლი ბერი ნიკოლოზის მცხეთაში დაკრძალვას ითხოვს

20.04.26 17:24
მრევლი ბერი ნიკოლოზის მცხეთაში დაკრძალვას ითხოვს

 

 

მრევლი ბერი ნიკოლოზის მცხეთაში დაკრძალვას ითხოვს. გარდაცვლილი ბერის მიმდევრები აცხადებენ, რომ მაქარაშვილი უნდა დაასაფლავონ იქ, სადაც მისი სულიერი წინაღმძღვრის, მამა გაბრიელის საფლავია.

მათი თქმით, აღნიშნული თხოვნით მათ საპატრიქროს უკვე მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.

მრევლი ნაწილი ამბობს, რომ პასუხი უარი იქნება, ბერ ნიკოლოზს ბათუმში გადაასვენებენ და იქ დაკრძალავენ. 

უბრალოდ, თხოვნა გვაქვს დიდი მოწიწებით, რომ თუ შეიძლება მცხეთაში რომ დაიკრძალოს მამა ნიკოლოზი, იმიტომ, რომ მცხეთაში მოღვაწეობდა, 1993 წელს 1995 წლამდე სვეტიცხოველში მოღვაწეობდა,პარალელურად, ოღა მონასტერშ იყო. უბრალოდ, ძალიან აფასებდა მცხეთას, ძალიან დიდი პატივისცემით იყო. უბრალოდ, ვთხოვთ მეუფე შიოს, ვინც არის, საშუალებას ვისაც აქვს, რომ ანგარიშ გაგვიწიოს, - ამბობს მრევლი. 

ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.  როგორც მრევლი აღნიშნავს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მედიკოსებს მის ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. 

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დახმარებას თავად ბერი ნიკოლოზიც წერილობით ითხოვდა.