PSP-სა და სააგენტო Playmakers-ის კამპანიამ - "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" Clio Awards-ზე, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა
PSP-სა და სააგენტო Playmakers-ის კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე, Clio Awards-ზე, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა.
თუმცა, ამ გამარჯვებას დღეს მძიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს -კლიპის მთავარი შემოქმედები სინდისის პატიმრები არიან.
კლიპის სიუჟეტი გოგონაზეა, რომელიც გალიაში გამომწყვდეულ ჩიტებს ყიდულობს და ათავისუფლებს. მთავარი სათქმელი -რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ფრენა -დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.
ვიდეოს მთავარ ემოციურ მუხტს ატარებს ტექსტი, რომელსაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე კითხულობს. კლიპის რეჟისორი ასევე სინდისის პატიმარი გიორგი ოკმელაშვილია.