აქციაზე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა

20.04.26 21:54
აქციაზე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების  მშობლებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციაზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა. 

მშობლებმა ომბუდსმენს ადგილზე მისვლა მას შემდეგ სთხოვეს, რაც აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კანცელარიის წინ, სკვერში ე.წ. პუფების მიტანის უფლება არ მისცეს. 

ლევან იოსელიანის წარმომადგენელმა ის დარღვევები ჩაინიშნა, რაზეც მშობლები მიუთითებდნენ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის აპარატში გადაიგზავნება და განიხილება, 

მშობლების თქმით, მათ ომბუდსმენის წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოუცხადა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მიიღეს დაპირება, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა კარვების გაშლის უფლება მიეცეთ.