მზიურის პარკში ჰიპოპოტამის ქანდაკებაში მერია 168 000 ლარს გადაიხდის

12.11.21 14:57
მზიურის პარკში ჰიპოპოტამის ქანდაკებაში მერია 168 000 ლარს გადაიხდის

მზიურის პარკში ჰიპოპოტამის ქანდაკებაში მერია 168 000 ლარს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქანდაკების დასამზადებლად ხელშეკრულება გამარტივებული წესით 2021 წლის აგვისტოში გაფორმდა. სავარაუდოდ, მზიურის პარკის ვიზიტორები  ჰიპოპოტამის ქანდაკების ნახვას პარკში 2022 წლიდან შეძლებენ.

ხელშეკრულების თანახმად თბილისის მერია 167 759 ლარს იხდის ჰიპოპოტამის ქანდაკების დამზადება და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ქანდაკება მზიურის პარკში ხელოვნურ ტბასა და პარკურის მოედანს შორის დაიდგმება. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კომპოზიცია შედგება 2 ფიგურისგან: ჰიპოპოტამის და გაფრენილი მტრედების ალეგორიისაგან", - წერია განცხადებაში. 

2001 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 5.6 კვადრატული მეტრი იყო. უფრო განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ ადამიანზე ბოლო წლებისთვის, არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 1980-იანებში 13 კვ.მ-ს შეადგენდა", - ამბობენ ფლანგვის დეტექტორში. 

"ფლანგვის დეტექტორის" მონაცემებით,  თბილისში გამწვანება თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული 9 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე.

 შედარებისთვის, ევროსაბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვადრატული მეტრია.

 მერის თქმით, გამწვანების მიმართულებით, თითოეულ თეთრს ეფექტურად დახარჯავდნენ, თუმცა კრიზისის დროს 168 ათასი ლარი პარკში დასადგმელი ჰიპოპოტამის დამზადებაზე გამოიყო.