სასამართლოში, დღეს, გზის გადაკეტვისა და ე.წ. ტროტუარის საქმეებზე 6 პროცესი გაიმართება

21.04.26 11:41
სასამართლოში, დღეს, გზის გადაკეტვისა და ე.წ. ტროტუარის საქმეებზე 6 პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, გზის გადაკეტვისა და ე.წ. ტროტუარის საქმეებზე 6 პროცესი გაიმართება. 

მოსამართლე დავით მაკარაძე ცოტა ხანში სამოქალაქო აქტივისტის, ანა მებურიშვილის საქმეს განიხილავს. 

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 თებერვალს, შაბათის მარშის დროს, გზის გადაკეტვას ედავება. 

ადვოკატის თქმით, შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეოში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩანს და უწყებას ამ საქმეზე არანაირი ხელშესახები  მტკიცებულება არ გააჩნია. 

გავეცანი საქის მასალებს და საქმის მასალების მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილია 7 თებერვალთან დაკავშირებით და შსს ამბობს, რომ ამ დღეს ანა მებურიშვილმა გადაკეტა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, თუმცა თქვენ იცით, რომ 7 თებერვალი იყო შაბათი დღე და ეს დღე არის მარშის დღე, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება ფილარმონიასთან და ისინი მსვლელობით მიემართებიან პარლამენტთან. ​ცნობილია, რომ სათანადო წესით განცხადება 7 თებერვალთან დაკავშირებით შეტანილი იყო შსს-ში. 

არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ არსებობს, რომ კონკრეტული მოქალაქეები, მათ შორის ანა მებურიშვილი კეტავდა გზის სავალ ნაწილს," - ამბობს უფლებადამცველი.