მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ "გზის გადაკეტვის" საქმე შეწყვიტა

21.04.26 12:31
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ "გზის გადაკეტვის" საქმე შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, კობა ჩაგუნავამ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.

მოსამართლის განმარტებით, საქმე ფაქტის არსებობის დაუდგენლობის გამო შეწყდა. 

ნინია კაკაბაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ნოემბერს, "გზის ხელოვნურად" გადაკეტვას ედავებოდა.

[ფოტო: "პუბლიკა"]