2025 წელს ძალადობის შემთხვევა 1 560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა

21.04.26 12:52
2025 წელს ძალადობის შემთხვევა 1 560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა

2025 წელს ძალადობის შემთხვევა 1 560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 170 ბავშვი გახდა, ფიზიკური ძალადობის - 329, ხოლო ფსიქოლოგიურად 594 ბავშვზე იძალადეს. 

2025 წლის მონაცემებით ძალადობის სახეების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ფიზიკური ძალადობა - 329 ბავშვი
  • ფსიქოლოგიური ძალადობა - 594 ბავშვი
  • სექსუალური ძალადობა - 170 ბავშვი
  • უგულებელყოფა - 381 ბავშვი
  • იძულება - 18 ბავშვი
  • ეკონომიკური ძალადობა - 3 ბავშვი
  • შრომითი ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი - 3 ბავშვი
  • სექსუალური ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი - 6 ბავშვი
  • სხვა - 56 ბავშვი.

[მონაცემებს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს"]