დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების საგანგებო მიმართვა

21.04.26 15:48
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების საგანგებო მიმართვა

 

 

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებას მიმართავენ და სთხოვენ, დღეს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და მხარი დაუჭირონ. 

  • კანცელარიის შენობასთან მყოფი მშობლები, დღეს, ბრიფინგს გამართავენ. 

დღეს, 17:00 საათზე მშობლები გავაკეთებთ ბრიფინგს, სადაც ვისაუბრებთ, თუ როგორი სიცრუე თქვა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა და როგორ ცრუ ინფორმაციას აწოდებს ის საზოგადოებას. ძალიან გთხოვთ, მოვუწოდებთ ყველას, 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიის წინ მოდით და მხარი დაგვიჭირეთ," - ამბობენ მშობლები მიმართვაში. 

ცნობისთვის, დღეს დილით მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ. 

ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი ირწმუნებოდა იმასაც, რომ მედიკამენტები, რომელსაც დედები შვილებისთვის ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სარისკოა.

ამასთან, სარჯველაძის განცხადებით "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ წამლები, რომლებსაც აქვს პრეტენზია, დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითიც ეტლის საჭიროების ასაკი, შეიძლება, 1-დან 3 წლამდე გადავადდეს".