როგორ აფასებენ სუს-ის 2025 წლის ოპოზიციაში

21.04.26 17:52
როგორ აფასებენ სუს-ის 2025 წლის ოპოზიციაში

"ანგარიში ანგარიშისთვის" - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის ანგარიშს. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოება ძალიან მყიფეა და რიორიტეტებში არ არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, არსებითი მნშვნელობა არ აქვს რას ჩაწერს სუს-ი ანგარიშში. 

მაშინ, როდესაც 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ნაკისრია ვალდებულება, რომ შექმნილიყო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა, ჰიბრიდული საფრთხეების ბრძოლის სტრატეგია, არაფერი შექმნილი არ არის და ამიტომაც არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ძალიან მყიფე და პრიორიტეტებში არ არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, ამიტომაც რას ჩაწერენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რას აკეთებენ. გარდა იმისა, რომ ქვეყანა არის სრულ იზოლაციაში, ვერ ვხედავთ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები გვხვდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით," - ამბობს ლანა გალდავა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის თქმით, სუს-ის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ ოკუპაციის პრობლემა 14 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემად დარჩა. 

ბიძინა ივანიშვილი და "ქოცები" ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომ ისინი არიან მშვიდობის მთავარი გარანტორები ამ ქვეყანაში და ისინი ალაგებენ რუსეთთან ურთიერთობებს და სუს-ის ამ ანგარიშით და იმით, რომ ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ რუსეთის მთავარი მიზანი არის დესტაბილიზაცია და ანექსიის გაგრძელების საშიშროება არის, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ამ 14 წლის განმავლობაშიც ეს პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩა. ამას მეორე მხრივ ემატება ის, რომ "ქართული ოცნება" ფაქტობრივად ცდილობს რუსული ინტერესების გაძლიერებას ამ ქვეყანაში," - განაცხადა ანა წითლიძემ. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ნიკა ფარულავას თქმით, აღნშნულმა ანგარიშმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი. 

აქ უნდა იყოს კონკრეტული მითითება ვინ არიან ეს აგენტები, რომელ ქვეყანას უკავშირდებოდნენ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს, სად მოხდა კონკრეტული ჩარევა. ზოგადად, სტანდარტი მსგავსი ტიპის ანგარიშების ასეა.

განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2012 წლიდან დღემდე რუსეთის არცერთი ჯაშუში არათუ დაკავებული, არამედ იდენტიფიცირებულიც კი არ ჰყავთ ოფიციალურად, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2021 წელს ვაგნერის ჯგუფის წევრები რუსთაველზე სეირნობდნენ, ფოტოებს იღებდნენ და სოციალურ ქსელში ათავსებდნენ. 

ეს ანგარიში სინამდვილეში იყო ანგარიში ანგარიშისთვის. უბრალოდ ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რაც კიდევ ოფიციალურად დადასტურდა, 2 000-ზე მეტი მიყურადების განჩინება როდესაც აიღეს სასამართლოსგან, რამდენი იყო რეალურად ხომ წარმოგვიდგენია ჩვენ. ამიტომ, სინამდვილეში უფრო მეტი კითხვა გააჩინა ამ ანგარიშმა, ვიდრე პასუხი," - აღნიშნა ნიკა ფარულავამ. 

ცნობსითვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკის განხორციელება ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს დაევალა

ამასთან, სუს-ის წლიურ ანგარიშში წერია"დაფიქსირდა უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენთა გარკვეული აქტივობა საქართველოს ცალკეულ, მათ შორის სასაზღვრო, რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და დაფინანსების კუთხით".

ასევე, სუს-ის განცხადებით, კორუფციული დანაშაულების გამოვლენაში მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდა