სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში ნანა სანდერის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამოიკვლიეს

21.04.26 18:34
სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში ნანა სანდერის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამოიკვლიეს

სასახლის ღობის საქმის განხილვა ფინალურ ეტაპზეა - დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, იყო ვიდეომასალაც, რომელიც სანდერს თავად აქვს სექტემბრის თვეში ჩაწერილი.

ბრალდების მხარის თქმით, გამოკვლეული მასალებით დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად. 

გამოკვლეული მასალებით დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ მას ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, ის ამის პარალელურად კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას. არ ვიცი, მადლობა უნდა ვუთხრათ თუ არა იმისთვის, რომ მსხვერპლი არ სურდა, თუმცა, კატეგორიულად აცხადებდა, რომ რევოლუცია მშვიდობიანი არ უნდა ყოფილიყო და ძალადობრივი უნდა ყოფილიყო, ის ითხოვდა მამაკაცურ ძალას, მათ შორის, ახდენდა ფულადი თანხების ორგანიზებას და სხვადასხვა ეკიპირების შეძენას აქციის მონაწილეთათვის. კატეგორიული მოწოდება ჰქონდა, ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწვდა, მათ მიმართ დაუნდობლები ყოფილიყვნენ, რადგან ნანა სანდერი აცხადებდა, რომ თავად დასცინოდა მათ, რომლებიც მშვიდობიანი რევოლუციის მომხრეები იყვნენ.
ბრალდების მხარე შეგნებულად არ გეტყვით კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, მოგეხსენებათ გამოძების ინტერესების არსებობბს და აქედან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ინფორმაციას არ მოგაწვდით.
ამ ეტაპზე, ბრალდებული ამ ნაწილში არ არსებობს“, - განაცხადა თამარ  იაკობიძემ.

საპირისპიროს ამბობს ნანა სანდერის ადვოკატი. გოგა ბოგვერაძის თქმით, აღნიშნული ვიდეომტკიცებულებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშვე არ არის და აქვს მოლოდინი, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები არის დაცვის მხარისთვის სასარგებლო მტკიცებულება, რადგან თითოეულ ვიდეოჩანაწერში ნანა სანდერი მიუთითებს, რომა რანაირი მსხვერპლი, არანაირი ძალადობა, არ უნდა მომხდარიყო აქციაზე. არანაირი დანაშაულის საგანი, რომლითაც შეიძლებოდა დაეზიანებინა პოლიციელი, საქმეში ამოღებული არ არის. შესაბამისად, ის მიმართვებიც, რაც ნანა სანდერს ჰქონდა, იყო მხოლოდ მშვიდობიაბნი აქციის მიზნით მოწოდებები. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დადგეს გამამამართლებელი განაჩენი, ნანა სანდერის მიმართ, - ამბობს გოგა ბოგვერაძე.

  • ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
  • ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.